saqarTvelos mdinareebi - fafrisxevi
ტერიტორიული ერთეულები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
სათავე | გომბორის ქედი |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 55 კმ² |
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიგნიკახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჭერმისხევის მარჯვენა შენაკადი (ალაზნის აუზი). სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 915 მ. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 55 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში.
საშუალო წლიური ხარჯი 1,4 მ³/წმ.